ინტელის პროექტის პორტფოლიო

суббота, 18 июля 2015 г.

სასწავლო პროექტის გეგმა

სასწავლო პროექტის გეგმა

სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი
თამარ სილაგაძე
რაიონი
ცაგერი
სკოლა
ალპანის საჯარო სკოლა
ქალაქი
ცაგერი
თემის  მონახაზი
თემის  დასახელება
      “ Listening to the role of foreign language teaching”_მოსმენის როლი უცხო ენის სწავლებისას
თემის შინაარსი
        მოსწავლეები ინდივიდუალურად და ჯგუფურად განახორციელებენ მოსმენა–დაკვირვებას ინგლისურენოვან ინტერაქციებზე ინტერნეტის ან სხვა სასწავლო მასალების მეშვეობით. გამოიმუშავებენ ინგლისურად მეტყველების ჩვევებს ლექსიკურ-გრამატიკული კონსტრუქციების გამოყენებით და წყვილებსა თუ ჯგუფებში  დიალოგის წარმართვის უნარს.
საგანი
ინგლისური ენა
დონე/კლასი  
VII–VIII IXკლასები.
განხორციელების დროის ჩარჩო
4  კვირა
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
უცხ..IV.1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს უცხოენოვან თანამოსაუბრეთა შორის მიმდინარე ინტერაქცია (დიალოგი, ინტერვიუ) ყოველდღიურ თემებზე.
უცხ..IV.3. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს რადიოგადაცემები (საინფორმაციო გადაცემა,
რეპორტაჟი ტურისტული მოგზაურობის შესახებ, ინტერვიუ) ნაცნობ თემატიკაზე.
უცხ..IV.16. მოსწავლეს შეუძლია ინტერაქციაში მონაწილეობა.
უცხ..IV.17. მოსწავლეს შეუძლია ყოფითი საკომუნიკაციო სიტუაციისთვის თავის გართმევა.
უცხ..IV.19. მოსწავლე ფლობს და იყენებს საბაზისო ენობრივ უნარ-ჩვევებს.

მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
      მოსწავლეები შეძლებენ მოუსმინონ და გაიგონ უცხო ტექსტი ინტერნეტიდან ან სხვა სასწავლო მასალიდან. შეძლებენ გადათარგმნონ მოპოვებული მასალა. ისწავლიან ინგლისური წინადადებების სწორად აგებას. გამოიმუშავებენ ინგლისურად მეტყველების და კომუნიკაციის უნარებს. დაეუფლებიან თანამედროვე ტექნოლოგიების მიზნობრივად გამოყენებას.
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა



ღებულობთ ინფორმაციას უცხო ენაზე?




თემატური კითხვები

ინფორმაციის მიღების რა ხერხებს იცნობთ?
ინფორმაციის მიღების რომელ ხერხს მიანიჭებთ უპირატესობას?
შინაარსობრივი კითხვები


რამდენად ეფექტურია უცხო ენის მოსმენით სწავლება?
რამდენად აიოლებს ინტენსიური ვერბალური ურთიერთობა ენის ბარიერის დაძლევას?




შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ







1.მოსწავლეთა წინარე ცოდნის დადგენა
2. 21-ე საუკუნის უნარ- ჩვევების წინასწარი
შეფასება
3.თანამშრომლობა/
გუნდური მუშაობა
4. ვიცი. მინდა ვიცოდე, ვისწავლე
1.კითხვა_პასუხი
2.დისკუსია
3.გონებრივი იერიში



1.თვითმენეჯმენტი
2.თვითმონიტორინგი
3.თანამშრომლობა/
გუნდური მუშაობა
4.ინფორმაციის ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვება
 
1.აზრის ნათლად და ეფექტურად გამოხატვა
1.მასალის გაგებისა და ამა თუ იმ უნარ-ჩვევის ათვისების ხარისხის შემოწმება სტანდარტთან შესაბამისობით.
2.თვითშეფასება
1.რეფლექსია
2. ვიცი, მინდა ვიცოდე,
ვისწავლე

შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
შეფასება მოხდება მოსწავლეთა მიერ წარდგენილი დიალოგების  მიხედვით, ენის ფლობა, სწორად მეტყველების უნარი. მოსწავლეს შეაფასებს მასწავლებელი და თვითონ მოსწავლეები.
სხვა საკითხები
საბაზისო უნარ-ჩვევები
  • კვლევის საბაზისო უნარ-ჩვევები;
  • ინტერნეტში მუშაობის უნარ-ჩვევები;
  • ტექნიკური უნარ-ჩვევები;
  • წინადადების გამართვა გრამატიკულად;
  • აუდიტორიასთან მუშაობის უნარ-ჩვევები;
  • ინგლისურად მეტყველების უნარ-ჩვევები.

  • სასწავლო  პროცედურები

       მოსწავლეებთან ერთად ვარჩევთ თემებს სახელმძღვანელოებსა და ინტერნეტსაიტებზე, რომლებსაც მოვუსმენთ მომდევნო ოთხი კვირის განმავლობაში. კომპიუტერებში ვაინსტალირებთ ლექსიკონებს, გაუგებარი ტექსტების სწრაფად აღქმის მიზნით.
       ბავშვები ინდივიდუალურად, ფლეიერების მეშვეობით, უსმენენ ტექსტებს ინგლისურ ენაზე, სახელმძღვანელოს თანდართული დისკებიდან, ინტერნეტიდან.  ცდილობენ თარგმნონ მაქსიმალური სიზუსტით და, საჭიროების შემთხვევაში, იყენებენ ონლაინ-ლექსიკონებს . მუშაობენ თანამოსაუბრის პარალელურად მეტყველების  დახვეწის მიზნით. მოსმენას ახლორციელებენ რამდენჯერმე , შემდეგ  ჯგუფურად უსმენენ იმავე ტექსტს და ეხმარებიან ერთმანეთს საბოლოო თარგმანის  შეჯერებაში. 
        გამოივიყენებ ძველი მისალოცი ბარათებს. ორად დავჭერით მის ყდაზე გამოსახულ სურათებსა თუ გამოსახულებებს. ბრმად ამოიღებენეთ მოსწავლეები ბარათების ნახევრებს, შემდეგ კი ერთმანეთს დაუწყვილდებიან ის მოსწავლეები, რომლებსაც ერთი და იგივე ბარათის ნახევრები ამოუვათ. ნიმუშების საფუძველზე ადგენენ დიალოგებს სხავადსხვა თემაზე ,  თარგმნიან ინგლისურ ენაზე
     ლექსიკურ-გრამატიკული კონსტრუქციების დაცვით და კომუნიკაციის წარმართვაში ეხმარებიან ერთმანეთს.
      ეს პროექტი ბავშვბს დაეხმარება, მოუსმინონ და გაიგონ უცხო ენაზე გადმოცემული ტექსტები. მიეჩვევიან აუდიტორიასთან მუშაობას და მობილიზებას, ამასთნ ერთად, რაც მთავარია, ინდივიდუალურად გაიუმჯობესებენ სამეტყველო უნარებს, მიეჩვევიან ინგლისურად მეტყველებას და თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.



დიფერენცირებული სწავლება

სპეციალური საჭიროებები
     სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეს, რომელიც ვერ შეძლებს ინგლისურად მეტყველებაში ჩართვას,  დავავალებ მოსმენილი ტექსტები გადაიტანონ  და შეადგინონ წერილობით ინგლისურ-ქართულად.

არაქართულენოვანი
მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)


ბილინგვური მოსწავლეებისათვის მოვძებნი საჭირო უცხო ენის საიტებს,სადაც მოვიძიებ ტესტებს,ვიდეომასალებს დავურიგებ მოსწავლეებს , რათა შეასრულონ დავალებები.მათ უნდა შეძლონ ერთი ენიდან მეორე ენაზე წერა,მეტყველება და კომუნიკაცია აღნიშნული მასალების საშუალებით.მივუთითებ თარგმნის საიტებს,სადაც დამოუკიდებლად შეძლებენ უცხო ენაზე  ტექსტების თარგმნას.

მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
     მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები გარდა იმისა, რომ დაამუშავებენ  ინტერაქციებს  წყვილებში.  მივცემ საშუალებას, იმუშაონ ცოდნის წარმოჩენის განსხვავებული მეთოდებით. მაგალითად: რთულ დავალებები,  ღია დავალებები და პროექტები.

სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები









ტექნოლოგიატექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)

 ფოტოკამერა
 კომპიუტერი (ები)
 ციფრული კამერა
 DVD ფლეიერი
 ინტერნეტკავშირი
 ლაზერული დისკი
 საბეჭდი მანქანა/პრინტერი
 პროექტორი
 სკანერი
 ტელევიზორი
 VCR, ვიდეო
 ვიდეოკამერა
 ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
 სხვა      
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
 მონაცემთა ბაზა/ცხრილები
 საგამომცემლო პროგრამები
 ელფოსტის პროგრამა
 ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
 ფოტო/სურათების დამუშავება
 ინტერნეტძიება
 მულტიმედია
 ვებგვერდის შექმნა
 ვორდის პროგრამა
 სხვა      


ბეჭდვითი მასალები
შეგიძლიათ იხილოთ  ბიბლიოგრაფიის ჩანართში
ინვენტარი/მასალები
ძირითადი მასალები, რომლებიც თემის ჩასატარებლად შეუკვეთეთ ან შეაგროვეთ და რომლებიც კურსის კონკრეტულ საკითხებს უკავშირდება. საჭირო არაა ყოველდღიური მასალების შეტანა, რომლებიც ისედაც ხელმისაწვდომია კლასში.
ინტერნეტრესურსები
სხვა რესურსები
საველე ვიზიტები, ექსპერიმენტები, მოწვეული სტუმრები, მენტორები, მოსწავლეები სხვა ჯგუფებიდან, ადგილობრივი თემის/საზოგადოების წარმომადგენლები, მშობლები და ა.შ.



Комментариев нет:

Отправить комментарий